|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თამბაქოს მოწევისათვის მალე შესაძლოა ჯარიმა ამოქმედდეს

საზოგადოების თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევისათვის შესაძლოა  საჯარიმო სანქციები ამოქმედდეს. ამის შესახებ, დღეს ქუთაისში პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების პარტნიორობა თამბაქოსგან  თავისუფალი ცხოვრებისათვის“ ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე განაცხადეს.

არასათანადო ადგილებში თამბაქოს მოწევისათვის სანქციების ამოქმედების ინიციატვით არასამთავრობო ორგანიცია „ველფეარ ფაუნდეიშენ“-მა  და თამბაქოს კონტროლის ალიანსმა საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს უკვე მიმართა.

„ჩვენ ახალ მთავრობას უკვე მივმართეთ იმ სადამსჯელო სანქციის  ამოქმედების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს არასათანადო ადგილებში და მათ შორის,  არამწეველთა გარემოცვაში, მწეველთა  დაჯას. ახალი მთავრობა უკვე დაინტერსდა ამ საკითხებით და ველოდებით არსებული კანონის აღსრულებას. მანამდე კი, ამ კანონის მექანიზმების დახვეწას “, - განმარტა  დისკუსიაზე არასამთავრობო ორგანიაზაცია „ველფეარ ფაუნდეიშენის“ აღმასრულებელმა დირექტორმა სიმონ გაბრიჭიძემ.

დღეს გამართული დისკუსის მიზანი, საზოგადოების ცნობიერების გაზრდა გახლდათ, იმის შესახებ თუ რა ზიანს აყენენს არამწეველთ  შორის თამბაქოს  მოწევა.

სიმონ გაბრიჭიძის განმარტებით, მწეველთათვის გარკვეულ შემთხვევებში (საზოგადეობის თავშეყრის ადგილები, შენობებსა და ტრანსპორტში)  ჯარიმების  განხორცილება კანონით იყო გათვალისწინებული. თუმცა, „ეს კანონი არ მოქმედებდა. ამან კი თავის მხრივ,  არამწეველთა დაზიანება  გამოიწვია“, - აღნიშნეს დისკუსიაზე.

როგორც დისკუსიაზე განმარტეს, თამბაქოს მოწევის ხშირი შემთხვევა ფიქსირდება ტრანსპორტში. „ქვეყანაში ძალიან ცუდი მდგომარეობა გვაქვს ამ მხრივ, ამიტომ მნიშვნელოვანია სახელმწიფომ იზრუნოს ამ საკითხებზე“,- აღნიშნეს დისკუსიაზე. 

ავტორი: თეკლა მორგოშია