|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაზე წესრიგს ძალოვნები უზრუნველყოფენ

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი იმედოვნებს, რომ ხვალ, ქუთაისში დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა ექცსესების გარეშე ჩაივლის.

„ეს არის ქალაქისა და ყველა ქუთაისელის ღირსების საქმე, რომ ნორმალურ, ცივილიზებულ ფორმებში მოხდეს განხილვა. სამართალდამცავებიც იქნებიან მობილიზებულები ექცსესების  თავიდან ასაცილებლად. თუმცა მინდა ვიმედოვნო, რომ რაიმე  გართულება არ მოხდება,“ - განაცხადა უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე.

შეგახსენებთ, რომ 15 იანვარს ინცინდენტი მოხდა ზუგდიდში ცვლილებების პროექტის განხილვაზე. მოქალაქეებმა საპარლამენტო უმცირესობის წევრებს  სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს და კვერცხები დაუშინეს.

უსუფაშვილის ინფორმაციით, დღეს ადმინისტრაციული წესით იმ პირთა სასამართლო პროცესები იმართება, რომლებიც ზუგდიდში კანონს მიღმა მოქმედებდნენ. 

„ჩვენ ძალიან გვინდა ყველას, რომ ასეთი ფონი არ იყოს, როდესაც სერიზულ საქმეებზე მსჯელობენ. პროტესტის გამოხატვა ყველას შეუძლია, მაგრამ გარკვეული ჩარჩოები არსებობს,“ - ამბობს უსუფაშვილი.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე