ქუთაისში ქალბატონებმა პოლიტიკური შეხედულებების გამო იჩხუბეს
მოქალაქეებს
შორის ზიფიკური დაპირისპირებით დასრულდა ქუთაისში, სასტუმრო ,,ბაგრატი 1003“–ში გამართული საკონსტიტუციო ცვილელებების პროექტების
განხილვა, სადაც ერთ–ერთი საკითხი პარლამენტის ადგილსამყოფელს შეეხებოდა.
შეხვედრის
დასრულების შემდეგ, სასტუმროს ფოიეში, ორმა მოქალაქემ ერთმანეთს ფიზიკური შეურაცხყოფა
განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო მიაყენა. ,,ნაციონალების“ მომხრე ქალბატონმა
ნინო შიუკაშვილმა ,,ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ქალბატონს დალი კობეშავიძეს თავში
ხელჩანთა იმ დროს ჩაარტყა, როდესაც ეს უკანასკნელი საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელს,
გია თევდორაძეს ესაუბრებოდა.
ნინო
შიუკაშვილი აცხადებს, რომ დალი კობეშავიძისგან მიყენებული შეურაცხყოფა ვერ მოითმინა,
რადგანაც მან გიჟი უწოდა.
კობეშავიძის
მტკიცებით კი ნინო შიუკაშვილი იმ ფაქტმა გააღიზიანა, რომ ის ქუთაისის ყოფილ მერს საკუთარი
ოჯახის გაჭირვებაში ადანაშაულებდა, რის გამოც შიუკაშვილმა ნაციონალები მასზე განხორციელებული
ფიზიკური ანგარიშსწორებით დაიცვა.
,,გია
თევდორაძეს ველაპარაკებოდი, ჩემი ოჯახის გაჭირვებაზე, რომ ჩემი შვილი საზღვარგარეთ
გაჭირვებული ცხოვრების გამო წავიდა. ამ დროს ეს ქალი მომვარდა და თავში ჩანთა ჩამარტყა, ამის
საპასუხოდ კი მას თმებში ვწვდი. ის თავდასხმის მიზეზად ამბობს, რომ გიჟი ვუწოდე, რაც
არ შეესაბამება სიმართლეს. სინამდვილეში კი ეს ქალი ნაციონალების მომხრეა და ის სიტყვები
არ მოეწონა, რასაც თევდორაძეს ვეუბნებოდი. “, – ამბობს დალი კობეშავიძე.
ნინო
შიუკაშვილი კი აცხადებს, რომ ის არ ეთანხმება შეხედულებას, თითქოს წინა ხელისუფლების
დროს არაფერი გაკეთებულა და ამბობს, რომ პარლამენტის ქუთაისში დატოვების მომხრეა.
ავტორი: ანა ჯანაშია