|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სემეკის თავმჯდომარე ორ საათზე მეტია დაკითხვაზე იმყოფება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის  თავმჯდომარეს გურამ ჩალაგაშვილს  შს სამინისტროს იმერეთის სამხარეო სამმართველოში დაახლოებით ორ საათზე მეტია რაც სამართალდამცავები ბრალდებულის სტატუსით კითხავენ.

სემეკის პრესამსახურის ხელმძღვანელის ქეთი ბერეკაშვილის თქმით, მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელით სამართალდამცავების დაინტერესების მიზეზი მისთვის უცნობია.

„არაფერი ვიცი. წარმოდგენა არ მაქვს, რას ეხება საქმე,“ - ამბობს ბერეკაშვილი.

არსებული ინფორმაციით,  გურამ ჩალაგაშვილი მიმდინარე წლის 12 იანვარს, ქუთაისში, რესტორან „ამირანში“ იმყოფებოდა, რა დროსაც მან „ენერგო პრო ჯორჯიას“ ხელმძღვანელს დავით მურადაშვილს სთხოვა რომ შუქი გაეთიშა და ქუთაისი ჩაებნელებინა. აღნიშნული ფაქტი კი გამოძიების დაინტერესების მიზეზი გახდა.

„ენერგო პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს ფილიალში აღნიშნულ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე