სემეკის თავმჯდომარე თავს პოლიტკურ დევნილად მიიჩნევს
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს, გურამ ჩალაგაშვილს სასამართლომ
3 000–ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გამართულ
პროცესზე ბრალდების მხარე ჩალაგაშვილისათვის 10 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას
ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
სასამართლო პროცესიდან გამოსული ჩალაგაშვილი აცხადებდა,
რომ მის წინააღმდეგ პოლიტიკურ დევნას აქვს ადგილი, რადგან „მარეგულირებელი კომისია
არის ერთადერთი დამოუკიდებელი ორგანო, რომელსაც არ ჰყავს დამკვეთები და ამ გზით ცდილობენ
მარეგულირებელზე კონტროლი განახორციელონ. ეს არის აბსურდის თეატრი, დადგმული სპექტაკლი. პროკურატურის ბრალდებები იმდენად დაუსაბუთებელ იყო,
რომ მოსამართლე ღიმილს ვერ იკავებდა,“ – ამბობს ჩალაგაშვილი.
გურამ ჩალაგაშვილს გამოძიება ქუთაისის ჩაბნელებას ედავება.
საუბარია იმაზე, რომ ქალაქის მახლობლად მდებარე რესტორან „ამირანში“ ქეიფის დროს სემეკის
თავმჯდომარემ შუქის გამორთვისა და ქუთაისის ჩაბნელების ბრძანება გასცა.
თავად ჩალაგაშვილი ამბობს, რომ რამდენიმე წუთით შუქის
გამორთვის გადაწყვეტილება რესტორნისა და მის
მახლობლად მაცხოვრებლებისათვის საფრთხის აცილების
მიზეზით მიიღო. ჩალაგაშვილის ადვოკატის თქმით, სამართალდამცავების მხრიდან მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მოსმენა არ ხორციელდებოდა.
როგორც თემურ მესხი ამბობს, ძალოვნები სხვა პირს უსმენდნენ, ვისთანაც გურამ ჩალაგაშვილმა
დარეკა.
ჩალაგაშვილის წინააღმდეგ აღძრულ საქმეში მტკიცებულებად
სატელეფონო მოსმენის ჩანაწერ იდა იმ 38 პირის ჩვენება დევს, რომლებიც აცხადებენ, რომ
მიმდინარე წლის 12 იანვარს, რესტორანში შუქი ნამდვილად გაითიშა.
როგორც ირკვვევა,
სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე ჩალაგაშვილისათვის სამსახურებრივი უფლებამოსილების
შეჩერების საკითხსაც განიხილავს. გადაწყვეტილება დღეს, 18:00 საათზე იქნება ცნობილი.
ჩალაგაშვილი ვარაუდობს, რომ მოსამართლე ბრალდების მხარის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს
და საქმიანობის გაგრძელებას ჩვეულ რეჟიმში შეძლებს.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე