„ოცნებამ“ პარტიული ორგანიზაციების დაფუძნება ქუთაისიდან დაიწყო
„ქართულმა ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ ქუთაისში,
დახურულ კონფერენციაზე პარტიული ორგანიზაცია დააფუძნა და თავმჯდომარე აირჩია.
თავმჯდომარის პოსტი პროფესორ მანანა მიქაძეს შეხვდა,
რომელიც ამ დრომდე პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებდა.
როგორც მიქაძე ამბობს, პარტიის ორგანიზაციული სტრუქტურა
გააძლიერეს და პარტიაში ამ ეტაპზე 165 კაცი
მიიღეს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის
თქმით, გასული წლის პირველ ოქტომბერს გამართულ არჩევნებში პარტიამ სერიოზული წვლილი
შეიტანა.
„ამიტომ, სიმბოლურია, რომ საქალაქო ორგანიზაციების დაფუძნების პროცესი ქუთაისიდან
დავიწყეთ. თებერვლში ეროვნული ყრილობა გაიმართება. პარტიული ორგანიზაციების კონფერენციებზე
იმ დელეგატებსაც ვირჩევთ, რომლებიც ყრილობას დაესწრებიან,“ - ამბობს ქუცნაშვილი.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე