ბესიკ ბრეგაძე: „მერიაში ყველაფერი კარგად არ არის“
ქუთაისის მერიაში
არსებული დაპირისპირება, თვითმმართველობაში გაზრდილი შტატები, მერიაში დასაქმებული
არაპროფესიონალი კადრები და ახლადშექმნილი სამსახურები - ამ საკითხებზე გამართეს დისკუსია დღეს არასამთავრობო
ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ქუთაისში, დემოკარტიული
ჩართულობის ცენტრში.
არასამთავრობო სექტორის
წარმომადგენელთა განმატებით, ადგილობრივი თვითმმართველობა კვლავ აგრძელებს ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვას და ადამიანების პოლიტიკური
ნიშნით დანიშვნა–დაწინაურებას. „მერიაში ჩვენ
ისევ ვხედავთ გაბერილ შტატებს, რაც ყოვლად
მიუღებელია“, - აღნიშნა შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „საჩინოს“ ხელმძღვანელმა
ზურაბ ხურციძემ.
კონკრეტულ ბრალდებებზე
პასუხის გაცემა ქუთაისის მერს, ბესიკ ბრეგაძეს მოუხდა. როგორც ქალაქის მერმა დისკუსიაზე
განმარტა, ის მზად არის, მერიაში არსებული დაძაბული ვითარების განსამუხტად.
„ყველამ კარგად
იცის, რომ მერიაში ყველაფერი კარგად არ არის.
მაგრამ ამას სჭირდება სურვილი, რომ ეს საკითხი მოწესრიგდეს“, - აღნიშნა ბესიკ ბრეგაძემ.
დისკუსიაზე
ქუთაისის საკრებულოს
თავმჯდომარის ამირან ხვადაგიანის იმპიჩმენტის აუცილებლობაზეც იყო საუბარი. „ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოხდეს საკრებულოს თავმჯდომარის
ამირან ხვადაგიანის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ეს არის პროცესი, რომელიც დროულად უნდა დასრულდეს!“, - განახცადა საკრებულოს
ფრაქცია „ქუთაისის“-ის თავმჯდომარემ მამუკა მღვდელაძემ.
ქუთაისის მერიაში
ღია დაპირისპირება ერთი თვის წინ, მას შემდეგ დაიწყო რაც, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა თენგიზ
თოფურიძემ კოლგებს ბრალდებები წაუყენა.
მერიაში არსებული
დაძაბული ვითარების განმუხტვის მიზნით, ადგილობრივ
არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია შეიქმნა.
კოალიციაში 8 არასამთავრობო
ორგანიზაცია შედის, რომელთა მიზანს თვითმმართველობის საქმიანობის მონიტიორინგი და გადაწყვეტილებების
მიღების პროცესში საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა წარმოადგენს.
ავტორი: თეკლა მორგოშია