|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია კუთვნილ ავტომანქანებს ჰყიდის

ქუთაისის მერია თვითმმართველობის საკუთრებაში  არსებულ 38 ავტომანქანას აუქციონის წესით გაჰყიდის, რომელიც  უახლოეს დღეებში გაიმართება. ამის შესახებ  საგანგებო განცხადება დღეს ქუთაისის  მერის  მოადგილემ ამირან  ძოწენიძემ გააკეთა, რომელიც ამდროისათვის მერის მოვალეობასაც ასრულებს.

 „ავტომანქანების თემა არის ყბადაღებული საკითხი. ამიტომაც, მივიღეთ  გადაწყვეტილება ის ავტომანაქანები, რომელიც მერიის ბალანსზე ირიცხება აუქციონის წესით  გავყიდოთ და ისინი ჰიბრიდული მანქანებით ჩავანაცვლოთ.  ეს მოგვცემს 70% ეკონომიას“, - განაცხდა ამირან ძოწენიძემ. 

ადგილობრივი თვითმმართველობის ბალანსზე 108 ერთეული ავტომანქანა ირიცხება. აქედან, 38  ერთეული მერიის ბალანსზეა, ხოლო 73 ერთეული ავტომანქანა მერიას ხელშეკრულებით ჰყავს აყვანილი.

მერია ავტოპარკის შენახვა-ექსპლუატაციისა და საწვავისათვის  მიმდინარე წელს  650  000 ლარის დახარჯვას გეგმავდა.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ  ავტომანქანების გაყიდვის გადაწყევტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი თენგიზ თოფურიძე მერიის ავტოპარკის არამიზნობრიობაზე ალაპარაკდა. 

ავტორი: თეკლა მორგოშია