,,მოსახლეობის ფორუმი“ არსებული პრობლემების გადასაჭრელად
ქუთაისში არსებულ პრობლემებს, მომდევნო ხუთი თვის მანძილზე,
მოქალაქეები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად განიხილავენ და გადაწყვეტენ.
აღნიშნული ინიციატივა ქუთაისის ,,განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის“
იმ პროექტის მიხედვით განხორციელდება, რომლის სახელწოდებაა ,,მოსახლეობის ფორუმი სამოქალაქო
ჩართულობისთვის“.
ქუთაისის ,,განათლების განვითარებისა და დასაქმების
ცენტრის“ წარმომადგენლებმა პროექტის პრეზენტაცია გამართეს დღეს დემოკრატიული ჩართულობის
ცენტრში, სადაც მოწვეულ ჟურნალისტებსა და არასამთავრობო
ორგანიზაციებს სამომავლო გეგმები გააცნეს.
ორგანიზაციის წარმომადგენლების განმარტებით, ,,მოსახლეობის
ფორუმი სამოქალაქო ჩართულობისთვის“ ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებსა და
მოსახლეობას შორის ღია დიალოგს უზრუნველჰყოფს. ,,ამ პროექტის მიზანია ქუთაისის მოსახლეობას
საშუალება მიეცეს გამოავლინონ ქალაქში არსებული პრობლემები, რადგან მათ ამ უკანასკნელის
გადაჭრა ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შეძლონ“, – ამბობს
ქუთაისის ,,განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის“ ხელმძღვანელი ლია კილაძე. მისივე თქმით, ფორუმის საორგანიზაციო საკითხების მოგვარებასა
და ინიციატივების განხორციელებას, კოორდინაციას
საორგანიზაციო კომიტეტის წევრები გაუწევენ. რომელიც სულ 20 ადამიანისგან დაკომპლექტდება.
ხოლო ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას ქუთაისის 100 მოქალაქე მიიღებს, რომლებიც ქალაქის
12 მუნიციპალიტეტიდან შეირჩევა.
პროექტ ,,მოსახლეობის ფორუმი სამოქალაქო ჩართულობისთვის“
დადებითად აფასებენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. ,,კარგია, როცა პრობლემების გამოვლენისა, თუ გადაწყვეტილების მიღების
პროცესში მოქალაქეებიც რომ ჩაერთვებიან. ვფიქრობ,
მსგავსი ტიპის პროექტები კიდევ უფრო გაააქტიურებს როგორც მოქალაქეებს, ასევე ხელისუფლების
წარმომადგენლებს“, – ამბობს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ მეშველიანი.
ქუთაისის ,,განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი“
პროექტს ,,მოსახლეობის ფორუმი სამოქალაქო ჩართულობისათის“ უკვე მეორედ ახორციელებს.
ავტორი: ანა ჯანაშია