ქუთაისში პარლამენტის დარჩენისათვის მებრძოლ პირებს სტენდს დაუდგამენ
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე შესაძლოა სტენდი განთავსდეს, რომელზეც
იმ ადამიანების სახელები და გვარები გამოიკვრება, რომლებიც პარლამენტის ქუთაისში დარჩენისათვის
იბრძვიან. ამის შესახებ განცხადება დღეს ქუთასის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ტარიელ მესხმა საკრებულოს სხდომაზე გააკეთა.
როგორც მესხი ამბობს, აღნიშნულიგანცხადებით საკრებულოს მოქალაქეებმა მიმართეს.
საუბარია იმაზე, რომ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მოთავსებულ დაფაზე ქუთაისის საპარლამენტო
სტატუსისათვის მებრძოლი ქუთაისელების
სახელებისა და გვარების გარდა, კონსტიტუციის
შესაბამისი მუხლიც განთავსდება, ხოლო აღნიშნულ
ადამიანებს საპატიო ქუთაისელის წოდება მიენიჭებათ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომლის მიხედვით საკანონმდებლო ორგანოს მდებარეობა კონსტიტუციით არ განისაზღვრება. აღნიშნული ცვლილების განხილვას პარლამენტი თებერვალში, საგაზაფხულო სესიის
გახსნისა შემდეგ გეგმავს. თუმცა მანამდე პარლამენტის ქუთაისიდან გადატანა-არგადატანასთან
დაკავშირებით ქვეყნის მასშტაბით სახალხო განხილვა ჩატარდა.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე