ქუთაისში ბაღის პედაგოგებს ხელფასები ეზრდებათ
ქუთაისში,
სკოლმდელ დაწესებულების პედაგოგებს ხელფასები ეზრდებათ.
საბავშვო
ბაღების პედაგოგებისათვის ხელფასების გაზრდის გადაწყვეტილება საკრებულომ მიიღო.
ადგილობრივი
თვითმმართველობა საბავშვო ბაღების პედაგოგებს ხელფასს მიმდინარე წლის 1 მარტიდან მოუმატებს.
„ჩვენ ამის გაკეთებას მიმდინარე წლის
იანვრიდან ვგეგმავდით. თუმცა, არ გამოვიდა. პედაგოგებისათვის ხელფასების მომატება 15%–ზე ნაკლები არ იქნება, რომელსაც
დაახლოებით 600 000 ლარი სჭირდება“, – განმარტეს სხდომაზე.
ქუთაისში,
საბავშვო ბაღების პედაგოგების საშუალო ხელფასი ამ ეტაპზე დაახლოებით 180 ლარს შეადგენს.
ქუთაისში,
ბაგა-ბაღების ააიპ გაერთიანებაში სულ 35 ფილიალი შედის.
ავტორი: თეკლა მორგოშია