ქუთაისის მერიის შენობას საკრებულოს თავმჯდომარის სახელობის მისამართი "მიანიჭეს"
ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულ შენობას ახალი, არაოფიციალური მისამართი აქვს. „ამირან მუდმივის 5“ - ასეთია ის მისამართი, რომელიც ახალგაზრდებმა დღეს ქალაქის მერიასა და მის მიმდებარე ტერიტორიას ქუთაისის სკარებულოს თავმჯდომარის, ამირან ხვადაგიანის პატივსაცემად მიანიჭეს.
არასამთავრობო
ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დაცვის ცენტრში“
გაერთიანებულმა ახალგაზრდებმა მერიის შენობასთან დღეს თეატრალიზებული აქცია გამართეს და ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს
ამირან ხვადაგიანს თანამდებობის დატოვებისაკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.
„ჩვენ ვცდილობთ მშვიდობიანი დემონსტრაციით „ნაციონალურ
მოძრაობას“ გავაგებინოთ და გავუგზავნოთ მესიჯები, რომ მათი დრო უკვე გავიდა. მათ ადგილი უნდა დაუთმონ ახალ ძალასდა ცენტრალურ
ხელისუფლებასთან სწორი კოორდინაციით უნდა მოხდეს ქალაქისათვის სასიკეთო ნაბიჯების გადადგმა,“ - ამბობს ორგანიზაციის წარმომადგენელი
გიზო ბანძელაძე.
ახალგაზრდების აქციას საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატატი
მამუკა მღვდელაძე შეუერთდა.
„ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს ამირან ხვადაგიანს,
რომელსაც თანამდებობაზე ყოფნის 8 წელი უსრულდება, ნამდვილად ეკუთვნის ეს პატივი. თავმჯდომარეს
რომლის კაბინეტშიც გუშინ მერის მოვალეობის შემსრულებელმა განსხვავებული აზრის დაფიქსირებისათვის მერიის ადმინისტრაციული
სამსახურის უფროსი სცემა. მე გამოვდივარ ინიციაციტივით,
რომ ის ყველა მთავრობის პირობებში ქუთაისიდან თავმჯდომარედ დასახელდეს,“ - ამბობს მღვდელაძე.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის
გადაგომის მოთხოვნით გასულ კვირას საკრებულოსთან გამაფრთხილებელ აქცია გაიმართა. აქციის
ორგანიზატორები ანალოგიური მოთხოვნით მომავალში ფართო მასშტაბიანაქციებს აანონსებენ.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე