ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელს ორი საათის განმავლობაში კითხავდნენ
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის ამირან ძოწენიძის დაკითხვა იმერეთის მთავარ სამხარეო სამმართველოში ამ წუთებში დასრულდა. სამართალდამცავები მას დაახლოებით ორი საათის განმავლობაში კითხავდნენ.
როგორც დაკითხვიდან გამოსული ძოწენიძე ამბობს, მასთან კითხვები გუშინ, ქუთაისის მერიაში მომხდარ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტთნ დაკავშირებით ქონდათ. როგორც მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი თენგიზ თოფურიძე აცხადებს, ძოწენიძე მას საკრებულოს თავმჯდომარესთან თათბირის მიმდინარეობის დროს ფიზიკურად დაუპირისპირდა.
"მე მზად ვარ ვითანამშრომლო გამოძეიბასთან, თუ ამის საჭიროება მომავალში იქნება. ყოველ შემთხვევაში ვაშლის გათლისათვის არ დავუბარებივარ სამართალდამცავებს," – ამბობს ამირან ძოწენიძე, რომელიც დაკითხვაზე ადვოკატის გარეშე იმყოფებოდა.
დაკითხვის მიმდინარეობისას სამხარეო სამმართველოს შენობასთან ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს წევრები და მხარის გუბერნატორი იმყოფებოდნენ.
იმერეთის გუბერანტორის ვახტანგ ბალავაძის თქმით, ცუდია რომ საკრებულოში მსგავსი ფაქტი მოხდა და თუმცა, ამას ამხელა გამოხმაურება არ უნდა მოჰყოლოდა.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა