ხონელი „მეოცნებეები“ ბიძინა ივანიშვილს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ
ხონელი „მეოცნებეები“ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს მანანა კობახიძეს
პარტიიდან უმრავლესობის ლიდერის დავიტ საგანელიძის
გარიცხვას სთხოვენ. გარდა ამისა, ისინი პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილსაც მიმართავენ და მოუწოდებენ დავით საგანელიძეს ბრმად
ნუ ენდობა.
„ქართული ოცნების“ წევრმა და კოალიციის ხონის ორგანიზაციის
წარმომადგენელმა ნიკოლოზ სანოძემ დღეს გამართულ
ბრიფინგზე საგანელიძის იმ განცხადებას
უპასუხა, რომლის მიხედვით, უმრავლესობის ლიდერმა სანოძე პარტიიდან გარიცხულად გამოაცხადა.
ნიკოლოზ სანოძე თვლის, რომ საგანელიძეს ამგვარი განცხადებების
გაკეთების უფელება არა აქვს და ის თავად უნდა გაირიცხოს პარტიიდან.
„საგანელიძე ტკბება ძალაუფლებით, მაგრამ მალე გამოვაფხიზლებ
და მივუჩენ მას ადგილს პარტიის გარეთ. მან თავის თანაპარტიელებსა და ძმაკაცებს მიხედოს. ბევრის თქმის უფლებას ვერ ვაძლევ საკუთარ თავს,
რადგან ბატონი ბიძინა ივანიშვილის სახელს ვუფრთხილდები,“ - ამბობს სანოძე.
ნიკოლოზ სანოძის თქმით, დავით საგანელიძის უკმაყოფილება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ხონელმა „მეოცნეებმა“ კოალიციის რაიონული ორგანიზაციის
თავმჯდომარის პოსტზე საგანელიძის მიერ არჩეული
კადრი, ოთარ მუშკუდიანი არ მიიღეს.
კოალიციის აქტივისტების განცხადებით, საგანელიძის გამო
რაიონებში „ქართული ოცნება“ იშლება. ამიტომ, ისინი ივანიშვილს მოუწოდებენ, რომ საგანელიძეს
ბრმად ნუ ენდობა.
დავით საგანელიძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ
სანოძე, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში ხონში, კოალიციის მაჟორიტაროიბის კანდიდატი იყო, „ნაციონალ“
აკაკი ბობოხიძეს ინფორმაციას აწვდიდა, რის გამოც მათ არჩევნები წააგეს.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე