ეკა ბესელია: „კონსტიტუცია კონსტიტუცია უნდა იყოს და არა სააკაშვილის პირადი ჩანაწერი“
პარლამენტში, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით
დღეს გამართულ დებატებზე უმრავლესობა-უმცირესობა უკმაყოფილებას არ მალავს. ოპონენტები
ერთმანეთს პოლიტიკურ ღირებულებათა სისტემას უწუნებენ ან კიდევ პოლიტიკურ ლიდერებზე
დამოკიდებულებაში ადანაშაულებენ.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიხედვით, პრეზიდენტს მთავრობის დათხოვნა აღარ შეეძლება, ხოლო
მის მიერ პარლამენტის დათხოვნის შესაძლებლობის ვადა ექვსი თვიდან სამ თვემდე მცირდება.
აღნიშნულ კანონპროექტზე შეთანხმების სანაცვლოდ უმცირესობამ
უმრავლესობისგან საგარეო პოლიტიკური კურსის უცვლელობაზე საკანონმდებლო გარანტიები მოითხოვა. კერძოდ, კონსტიტუციაში უნდა ჩაწერილიყო, რომ საქართველო ნატოში ინტეგრაციის
კურსს არ შეცვლიდა და უარს იტყოდა ისეთ გაერთიანებებში შესვლაზე, სადაც დომინანტ ქვეყანას
რუსეთის ფედერაცია წარმოადგენს.
„ნაციონალებმა“ აღნიშნული მოთხოვნით პარლამენტში კანონპროექტიც შეიტანეს, თუმცა პირობის
სანაცვლოდ შეთანხმებაზე უმრავლესობისგან უარი
მიიღეს. მხარეებმა შეთნმხებას ვერც პარლამენტში
გამართული დებატების შემდეგ მიაღწიეს.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილის
თქმით, მისი პოლიტიკური გუნდი მზად არის უმრავლესობასთან თანამშრომლობისა და შემხვედრი ნაბიჯებისათვის, თუმცა
ოპონენტებისგან მხოლოდ კრიტიკა ესმით.
„მათგან გვესმოდა,
რომ როგორ უნდა ჩავხედოთ ოჯახის წევრებს თვალებში,
ხალხს რას ვეტყვით. ხალხის სახელით ლაპარაკის
უფლება არავის არ აქვს.ყვირილით და თითებს დაგამტვრევთი საუბარი არ არის ცივილიზაცია.
პოლიტიკური ოპონენტების ღირებულებათა სიტემაში შემაქვს ეჭვი. თუნდაც იმ მაგალითით,
რომ სტალინის ძეგლზე აუგი ვერ დავაცდევინე. ჩემთის ეს ძალიან მნიშვნელოვანია,“ - ამბობს
დარჩიაშვილი.
უმცირესობის დეპუტატის თქმით, უმრავლესობის დეპუტატების
დიდი ნაწილისათვის მნიშვნელოვანია არა რაღაც პრინციპზე დგომა და არგუმენტების მოსმენა,
არამედ ის, თუ რას იტყვის ბიძინა ივანიშვილი.
„ჩვენ გვაბრალებენ იმას, თითქოს ჩვენ ვართ
სააკაშვილის შემყურეები. ნამდვილად არა ვართ და ვეუბნები, გაშინებთ გაზრდილი უფლებამოსილება? ახლავე შევამციროთ ის, მაგრამ რაც ჩვენ გვაშინებს,
იმაზეც ვილაპარაკოთ,“ - ამბობს დარჩიაშვილი.
„შეაყარე კედელს ცერცვი. ამ ადამიანებთან საუბარი ლოგიკის
გამოყენებით არის წყლის ნაყვა, იმიტომ რომ ისეთ სიცრუეს კადრულობენ და ისეთ არარსებულ
ფაქტებზე საუბრობენ, რომ მართლაც წყლის ნაყვაა ეს და მეტი არაფერი,“ - ასე პასუხობს ოპონენტების განცხადებებს უმრავლესობის
წევრი ეკა ბესელია.
ბესელიას თქმით, უმცირესობასთან საუბარს აზრი არა აქვს, თუმცა მოსახლეობას უნდა აუხსნან რაზეა საუბარი.
„ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ერთ ადამიანს არ შეეძლოს გადაწყვეტილების მიღება როგორც უდნა ისე და როცა უნდა დაითხოვოს მთავრობა. ესენი გველაპარაკებიან
ზეწოლაზე. დაკითვაზე დაბარება თუ ზეწოლაა,
მაშინ მუხლი რომელიც კანონში წერია, ეს არის
ზეწოლის განმახორციელებელი მუხლი. ეს აბსურდია. ხალხს ცოცხლად მარხავდნენ, ტყეში იტაცებდნენ,
კლავდნენ, ქუჩაში ხვრეტდნენ. სხდომათა დარბაზში არიან ჩვენი კოლეგები, რომლებიც
უშუალოდ ტერორის მსხვერპლი გახდნენ. უბრალოდ ყველაფერს კადრულობენ,“ - ამბობს ბესელია.
უმრავლესობის დეპუტატის განცხადებით, მათ ოპონენტებისაგან
არგუმენტი ვერ მოისმინეს იმის შესახებ თუ რაომ არ უჭერენ „ნაციონალები“ მხარს საკონსტიტუციო
ცვლილებებს.
„ისინი ულტიმატუმებით აბსურდულ წინაპირობებზე საუბრობენ. კონსტიტუცია რომ უნდა იყოს კონსტიტუცია და სააკაშვილის პირადი ჩანაწერი, ამას
არავითარი წინაპირობა არ სჭირდება,“ - ამბობს ბესელია.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე