|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საკრებულოს თავმჯდომარეს სამის ნაცვლად, ოთხი მოადგილე ეყოლება

ახალარჩეულ საკრებულოებში საკრებულოს თავმჯდომარეს  სამი მოადგილის ნაცვლად, ოთხი მოადგილე ეყოლება. გარდა ამისა, დაგეგმილია საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის შემოღება, - აღნიშნულს “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს.

პროექტი “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს და მას პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

თითოეული მუნიციპალიტეტის საკრებულო ხუთი კომისიით არის წარმოდგენილი, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს. “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ კომისიის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის არსებობას არ ითვალისწინებს. შესაბამისად, ახალი კანონის მიღების შედეგად, თითოეულ საკრებულოში დამატებით ხუთი თანამდებობის პირის შტატი შეიქმნება. ხუთი თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს კი, თავმჯდომარის მოადგილის თითო შტატიც დაემატება.

როგორც მმართველი გუნდი განმარტავს, აღნიშნული ცვლილებებით, საკრებულოს და საკრებულოს კომისიების მუშაობა გაძლიერდება.

 

ავტორი:

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა