|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საჩუქრები ჟურნალისტების შვილებს

ამერიკელი ხალხი და აშშების პარტნიორი ორგანიზაციები ქართველი ბავშვებისათვის მზრუნველობას აგრძელებენ. ამერიკელმა ხალხმა ქართველ ბავშვებს საშობაო საჩუქარები, აშშების პარტნიორი ორგანიზაციების დახმარებით, წელსაც გადასცა.
დახმარების საერთაშორისოფონდის წარმომადგენლების განმარტებით, მათი ფონდი მზრუნველობამოკლებული, მრავალშვილიანი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს ამერიკელი ხალხისგან გამოგზავნილ საჩუქრებს უკვე, 17 წელია გადასცემს.
აღნიშნული ფონდის ინიციატივით, სასაჩუქრე პაკეტები დღეს ქუთაისში მომუშავე ჟურნალისტების შვილებსაც დაურიგეს.
ამით გვინდოდა ერთგვარი ყურადღება და პატივისცემა გამოგვეხატა ჟურნალისტებისათვის“, – აღნიშნადედათა და ბავშვთა ლიგისწარმომადგენელმა მანანა მანაგაძემ, რომელიცდახმარების საერთაშორისოფონდის პატნიორ ორგანიზაციას წარმოადგენს.

დახმარების საერთაშორისო ფონდი“ 1996 წელს ჩამოყალიბდა. ფონდის ძირითადი მიზანი ქველმოქმედებაა.

ავტორი: თეკლა მორგოშია