|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ჰერკულესის" მიერ წარდგენილ ანგარიშში უზუსტობებია

ქუთაისში მოქმედ საწარმო ,,ჰერკულესის“ მიერ წარმოდგენილ გარემოზე ზემოქმედების ანგარიშში, ხარვეზები აღმოაჩინეს.

მეტალურგიული ქარხანა ,,ჰერკულესის“  გარემოზე ზემოქმედების პროექტი, დღეს, ქუთაისში, გარემოსდაცვითი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განიხილეს. მათ, შეხვედრაზე მყოფ ,,ჰერკულესის“ ხელმძღვანელობას,  ანგარიშში არსებული ხარვეზების გამოსწორებისკენ მოუწოდეს და ამ კუთხით, საკუთარი  რეკომენდაციებიც გააცვნეს.

,,გარემოზე ზემოქმედების ანგარიში, არ არის სრულყოფილი. რაც აუცილებელია  გამოასწორდეს. მაგალითად, ამ ანგარიშში არ სჩანს, რამდენად ეფექტურად მუშაობს  გამწმენდი სისტემები და რა რაოდენობის მტვერს გამოჰყოფს საწარმო რეალურად“, – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ეკოინიციატივის“ წევრი, ციცინო თურქაძე. მისივე თქმით, გარემოზე ზემოქმედების ანგარიშში არ სჩანს, თუ რა მეთოდით ხდება ქარხნიდან გამონაბოლქვის განეიტრალება. ,,ვთქვათ, თუ საწარმო  სრული დატირთვით იმუშავებს, მაშინ ის ყოველდღირად 1 ტონა მტვერს უნდა გამოჰყოფდეს. ჩვენ კი ვითხოვთ დეტალურ ინფორმაციას იმის შესხებ, თუ როგორ ანეიტრალებენ მას. სად მიდის ეს მტვერი და რა ტიპის ციკლონი შეარჩიეს. ამის შესახებ ანგარიშში  კონკრეტულად უნდა იყოს გაწერილი  ყველა დეტალი“, – ამბობს ციცინო თურქაძე.

ეკოუსაფრთხოების გარდა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ანგარიშში არსებულ სოციალურ საკითხებსაც აკრიტიკებს. ,,ანგარიშში ნათლად უნდა სჩანდეს სოციალური საკითხებიც. თუ როგორ პირობებში უწევთ მუშაობა ქარხანაში მყოფ მომსახურე პერონალს, რადგან აუცილებელია მუშები თანაბარი პირობებით სარგელობდნენ და დაცული იყოს მათი უფლებები“ – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ასსა“–ს ხელმძღვანელი ზაზა ხელაძე.

არასამთავრობო ორგანიზაციების წრმომადგენლების შენიშვნები, გარემოზე ზემოქმედების პროექტის ავტორებმა და საწარმოს ხელმძღვანელებმა სასარგებლოდ მიიჩნიეს და აღნიშნეს, რომ ხარვეზებს მალე გამოასწორებენ. ,,ვეთანხმებით, არასამთავრობო ორგანიზაციებს. არსებობს გარკვეული ტიპის შეცდომები ანგარიშში, მაგრამ ეს უფრო მექანიკური ხარვეზებია. რასაც ჩვენ აუცილებლად დავხვეწავთ“, – ამბობს „გარემოს დაცვის ლაბორატორიის“ წარმომადგენელი, ვარლა ჩარგაშვილი.

სწორედ, „გარემოს დაცვის ლაბორატორიის“ მიერ იქნა შემუშავებული გარემოზე ზემოქმედების ანგარიში, რომელიც საწარმო „ჰერკულესს“ ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ (გახსნის დროს) უნდა წარედგინა. თუმცა დაგვიანებულ ანგარიშს ,,ჰერკულესის“ ხელმძღვანელობა, ამ დრომდე საწარმოს ექსპერიმენტული მუშაობით ხსნის.  ,,ამ პრიოდის მანძილზე, საწარმოს ჰქონდა ექსპერიმენტული გამოშვებები. ამ პროცესებში კი ქარხანა ყალიბდებოდა.  გარემოზე ზემოქმედების ანგარიშიც ამიტომაც მუშავდება ახლა. ამ ანგარიშზე გარკვეული შენიშვნები აქვს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მალე გამოსწორდება. შევეცდებით, ჩამოვაყალიბოთ ისეთი სისტემა, რომელიც ნაკლებ დააზარალებს გარემოს,“ – ამბობს მეტალურგიულ საწარმო ,,ჰერკულესის“ თავმჯდომარე პააატა ჩხენკელი.

,,ჰერკულესის ხელმძღვანელობამ, როგორც იქნა დაიწყო გარემოზე ზემოქმედების ანგარიშზე ზრუნვა. ამდენი წლის მანძილზე, ამ დოკუმენტის არ არსებობა კანონდარღვევა იყო. თუმცა ახლა ყველა შენიშვნის გათვალისწინების შემდეგ, ვიმედოვნებ, რომ საწარმო ისეთი გახდება, როგორიც უნდა იყოს“, – ამბობს ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა, დედამიწის მეგობრების“ დარბაზის წევრი, თემურ კეპულაძე.

შეგახსენებთ, რომ  ქუთაისში მდებარე ,,ევრაზიანსთილზის“ მეტალურგიული ქარხანა ,,ჰერკულესი“ 2009 წლიდან არსებობს. გასულ წელს საწარმოში, 18 000 ტონა არმატურა დამზადდა.

საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა,  გამონაბოლქვის გამო, უკვე მეოთხე წელია ეკოუსაფრთხოების ნორმების შემუშავებას ითხოვს. ეკოლოგიურ საკითხებზე მომუშავე ექსპერტების თქმით, მეტალურგიული ქარხნიდან ყოველდღიურად, საშიში აირადი გამონაბოლქვები  (CO 2 NO2 SO2) იფრქვევა. 

ავტორი: ანა ჯანაშია