ჭიაბერაშვილის მხარდასაჭერად პროკურატურასთან ქუთაისის მერიის თანამშრომლები მივიდნენ
დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან დაკითხვაზე
მყოფი ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის მხარდასაჭერად ქუთაისის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები მივიდნენ.
ქუთაისის ვიცე-მერის ამირან ძოწენიძის თქმით, ხელისუფლებას სურს ოპოზიციური პარტიის ლიდერები მუდმივი წნეხის ქვეშ ჰყადეს და მათი დაკითხვაც სწორედ ამ
მიზანს ემსახურება.
„მე პირადად იმისთვის მოვედი აქ, რომ ზურა გავამხნევო, რადგან ის ჩემი დიდი ხნის მეგობარია, მინდა მორალური მხარდაჭერა გამოვუცხადო, გამოსაძიებელი აქ არაფერია, თუ რამეს დაადგენენ, ეს სხვა საქმეა, მაგრამ რა უნდა დაადგინონ, როცა არც არაფერი ყოფილა“ - ამბობს ამირან ძოწენიძე.
შეგახსენებთ, რომ ზურაბ ჭიაბერაშვილს პროკურატურა ამ წუთებშიც კითხავენ.
ის „სამუშაოს მაძიებელთა"
საქმეზე მოწმის სახით იკითხება.
როგორც გამოძიებამ
დაადგინა, „სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამის“ ფარგლებში დასაქმებულ პირებს არანაირი სამუშაო არ შეუსრულებიათ და თანხა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდასაჭერად წარმოებული წინასაარჩევნო აქტიურობისათვის მიიღეს.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე