|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში H1N1 ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ქუთაისში H1N1 ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა მიმდინარე წელს. პაციენტი 4 წლის ბავშვია.

H1N1–ის გამოვლინება უკვე დაადასტურა დაავადებათა კონტროლის ცენტრმა.
პაციენტი ამჟამად ზ. ცხაკაიას სახელობის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადის მკურნალობას. ექიმების განცხადებით, მდგომარეობა მძიმეა.
"პაციენტი 26 იანვრას შემოიყვანეს ჩვენთან. ამჟამად მდგომარეობა მძიმეა და ის ცალკე ბლოკშია გადაყვანილი, რეანიმაციაში გადის მკურნალობას, მათ შორის უკეთებენ "ტამიფლუს," – ამბობს ინტერვენციული მედიცინის ცენტრის მთავარი ექიმი კობა კიკნაველიძე.


ავტორი: ანა ჯანაშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა