|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში სამედიცინო ცენტრი ღია კარის დღეებს იწყებს

ქუთაისში, ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ეროვნული სამედიცინო ცენტრი, ღია კარის დღეებს იწყებს.

ღია კარის დღეების ფარგლებში, ეროვნული სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელობა, დღეს ჟურნალისტებს შეხვდა.

მედიკოსებმა, ქუთაისში მოქმედ მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, სამედიცინო ცენტრი დაათვალიერებინეს და მომსახურობის პირობები გააცვნეს. ,,ღია კარის დღეების მეშვეობით, ყველა მსურველს გავაცნობთ, თუ რა ტიპის მომსახურეობას სთავაზობს სამედიცინო ცენტრი. ეს საზოგადეობას გაცილებით უფრო ინფორმირებულს გახდის“, – ამბობს  დასავლეთ საქართველოს ეროვნული სამედიცინო ცენტრის დირექტორი ანჟელა ორჯონიკიძე.

სამედიცინო ცენტრში ღია კარის დღეები, მომდევნო კვირის ხუთშაბათიდან, ყოველკვირეულად გაიმართება. სამედიცინო ცენტრში აცხადებენ, ღია კარის დღეებზე დასწრების მსურველთა რაოდენობა შეუზღუდავია. 

ავტორი: ანა ჯანაშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა