|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მერაბიშვილი: „ივანიშვილის დავალებით 2 ათასამდე აგენტი დაკითხეს“

„მე მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა იმ სოციალურ აგენტს, რომლებიც უკვე დაკითხეს და რომლებსაც მომავალში დაკითხავენ. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო იმ სამუშაოსათვის, რაც მათ გასწიეს,“ – ეს განცხადება ყოფილმა პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა, სადაც მას „სამუშაოს მაძიებელთა“ საქმეზე კითხავდნენ.

დაკითხვიდან გამოსულ მერაბიშვილის განცხადებით, მან გაარკვია რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით, დაახლოებით 2 ათასამდე ის აგენტი დაკითხეს, რომლებიც სამსახურის მაძიებელთა პროგრამაში იყვნენ ჩართულები.

6 ათასზე მეტ ოჯახში იყვნენ და საკმაოდ მრავალრიცხოვანი ბაზა შეადგინეს. ეს მთავრობა არ ფიქრობს ხალხის დასაქმებას, იმედი მაქვს ქვეყნის ხელისუფლებაში მოვა ისეთი მთავრობა, რომელიც ხალხს დაასაქმებს და საკუთარ პოლიტიკურ ამბიციებს არ გადააყოლებს ქვეყანას,“- განაცხადა მერაბიშვილმა.

შეგახსნებთ, რომ  ვანო მერაბიშვილ და ჯანდაცვის ყოფილ მინისტრ ზურაბ ჭიაბერაშვილდასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში დღეს მოწმის სახით დაკითხეს.  როგორც გამოძიებამ დაადგინა,„სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამისფარგლებში დასაქმებულ პირებს არანაირი სამუშაო არ შეუსრულებიათ და თანხანაციონალური მოძრაობისმხარდასაჭერად წარმოებული წინასაარჩევნო აქტიურობისათვის მიიღეს.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა