რატომ დარჩა ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრი უფროსის გარეშე?
ქუთაისის
საგანმანათლებლო რესურსცენტრს ხელმძღვანელი აღარ ჰყავს.
რესუსრცენტრის
უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ანდრო ლოსაბერიძე აცხადებს, რომ განცხადება თანამდებობიდან
გათავისუფლების თაობაზე მისი სურვილის საწინააღმდეგოდ დააწერინეს.
ლოსაბერიძემ
განათლების სამინიტროს განცხადებით გუშინ,
13 თებერვალს მიმართა.
„გათავისუფლების შესახებ განცხადება დავწერე. თუმცა,
ეს ჩემი სურვილით არ გამიკეთებია. მიზეზებზე
კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – განაცხადა newpress.ge-სთან
სატელეფონო საუბრისას ანდრო ლოსაბერიძემ.
შეგახსენებთ,
რომ განათლების სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით რესურსცენტრების ხელმძღვანელის პოსტზე
კონკურსი ერთი თვის წინ გამოაცხადა, რომელშიც, როგორც ლოსაბერიძე აცხადებს, თავადაც
მონაწილეობდა.
სამინიტროს
მიერ გამოცხადებული კონკურსის ვადა მიმდინარე
წლის 5 თებერვალს ამოიწურა. თუმცა, შედეგები
ამდრომდე არ არის ცნობილი.
განათლების
სამინისტროს პრესსამსახურში განმარტავენ, რომ კონკურისის წესით შერჩეული საგანმანათლებლო
რესურსცენტრის ახალ ხელმძღვანელთა ვინაობა მოგვიანებით გახდება საჯარო.
რაც
შეეხება, ლოსაბერიძის ბრალდებას იმის შესახებ,
რომ მან განცხადება თავის სურვილის საწინააღმდეგოდ დაწერა, განათლების სამინისტროში
ამაზე კომენტარს არ აკეთებენ.
ანდრო
ლოსაბერიძემ ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის
პოსტი 2011 წლის ნოემბერში დაიკავა. მანამდე ის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის
ქუთაისის სერვის ცენტრის უფროსი იყო. 2006–2010 წლებში კი ქუთაისის საკრებულოს წევრი გახლდათ
„ნაციონალური მოძრაობიდან“.
ავტორი: თეკლა მორგოშია