|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქპატენტსა და უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

14 თებერვალს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებების  ფარგლებში, საქპატენტსა და უნივერსიტეტს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დღეს, ასევე გაიხსნა ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის საინფორმაციო კუთხე. თუმცა მანამდე საქპატენტის თავმჯდომარე ირაკლი ღვალაძე  გამომგონებლებსა და პედაგოგ-მასწავლებლებს შეხვდა. გააცნო მათ ის შესაძლებლობები, რასაც საქპატენტი თავაზობს გამომგონებლებს და მათი მხრიდანაც მოისმინა მოსაზრებები და შეთავაზებები.

„წერეთლის უნივერსიტეტისათვის ნებისმიერი ასეთი მემორანდუმი, რომელიც საშუალებას აძლევს მას უნივერსიტეტში არსებული სამეცნიერო პოტენციალის რეალიზებაში,  ასევე რეკლამირებასა და ფართო მასებისათვის გაცნობაში, ნამდვილად საინტერესო და საჭიროა. უნივერსიტეტში სამეცნიერო დეპარტამენტი არსებობს, სადაც ძირითადად ხდება ასეთი იდეების გენერირება. საქპატენტთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე ჩვენი ინიციატივების მეტი მხარდაჭერა იქნება შესაძლებელი. ინოვაციები, რომელსაც ექნება ცენტრის ფარგლებში ადგილი, ისინი ხელმისაწვდომი იქნება ჩვენი მეცნიერებისათვის“, - აღნიშნა წერეთლის უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ღავთაძემ.

განათლების ხელმისაწვდომობის შესაძლებლობებს ქმნის „უწყვეტი განათლების ცენტრიც“, ამაზე მიუთითებდნენ აღნიშნული ცენტრის პრეზენტაციაზე, რომელიც ასევე საიუბილეო დღეების ფარგლებში გაიმართა. ცენტრი 2011 წელს ჩამოყალიბდა და ამჟამად 900-მდე მსმენელი ყავს გადამზადებული.  „ცენტრის მიზანია, რომ ლექტორ-მასწავლებლებს, სტუდენტებს ხელი შეუწყოს საგანმანათლებლო თუ პრაქტიკული უნარ-ჩვევების კუთხით კვლიფიკაციის ამაღლებაში. ცენტრი დაინტერესებულია გააძლიეროს შიდა რესურსი, ამიტომ ჩვენ მოვამზადეთ ჩვენი პროფესორები ტრენერებად. ეს ცენტრი ახალგაზრდებსაც დიდ შანსს აძლევს, რომ მათ სამომავლოდ პრაქტიკული უნარ-ჩვევები განუვითარდეთ და ჩამოუყალიბდეთ“, - ამბობს „უწყვეტი განათლების ცენტრის“ წარმომადგენელი ნატო ქობულაძე.

განათლების გაფართოებას და გარკვეული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს აწსუ-ს სასწავლო-პედაგოგიური კლინიკაც, რომლის პრეზენტაციაც ასევე 14 თებერვალს ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლაში გაიმართა. კლინიკა გაამყარებს და უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანს იმ თანამშრომლობას, რომელიც სკოლასა და უნივერსიტეტს შორის არსებობს, - აღინიშნა პრეზენტაციაზე. კლინიკის ფარგლებში იმუშავებს რამოდენიმე პროგრამაც.

 

ავტორი: ეკა კუხალაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა