|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საინიციატივო ჯგუფი იმერეთის გუბერნატორისა და საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომას ითხოვს

ქუთაისში, საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები იმერეთის  მხარის გუბერნატორის, ვახტანგ ბალავაძის და ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის, ამირან ხვადაგიანის  გადადგომას მოითხოვენ.

აღნიშნული მოთხოვნები საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააჟღერეს.

„დროა დასრულდეს ორხელისუფლებიანობა და თანამდებობა მშვიდობიანად დატოვონ ვახტანგ ბალავაძემ და ამირან ხვადაგიანმა“, - განაცხდა საინიციატოვო ჯგუფის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა  მანუჩარ სისვაძემ.

მედროვეობა და ლუციფერის შთამომავლობა -  ეს ის ძირითადი ბრალდებებია, რომელიც საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლემა ამირან ხვადაგიანს  წაუყენეს და რის საფუძველზეც, მათი განცხადებით, ხვადაგიანმა უნდა დატოვოს დაკავებული თანამდებობა.

„ამ სისულელეზე რატომ მირეკავთ, მაგათ კითხეთ, რატომ  უნდა გადავდგე,“ – განაცხადა სატელეფონო საუბარში ამირან ხვადაგიანმა.

რაც შეეხება, იმერეთის მხარის გუბერნატორის, ვახტან ბალავაძის მისამართით გაჟღერებულ ბრალდებას, საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლების თქმით, ის იმ მიზეზით უნდა გადადგეს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც დანაშაულებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელია.

საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები თავიანთი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში  ქალაქში პერმანენტული აქციით იმუქრებიან.

„ეს არ იქნება აქცია აქციისათვის. ხალხის ძალით შევეცდებით მერიიდან გამოვყაროთ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები! ქვეყანას არ სჭირდება საბოტაჟი, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ეწევა“, - განაცხდა საინიციატოვო ჯგუფის წარმომადგენელმა გელა ხუნდაძემ.

საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქუთაისის მერიის შენობის წინ აქციებს მომავალი კვირიდან დაიწყებენ.

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა