წერეთლის უნივერსიტეტის რექტორს თანამდებობის დასატოვებლად სამ დღეს აძლევენ
ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები
სასწავლებლის რექტორს გიორგი ღავთაძეს თანამდებობის დასატოვებლად
ვადას მომავალ კვირამდე აძლევენ. „გიორგი ტურისტი
სახლში“ - ამ სლოგანით უნივერსიტეტის სტუდენტტთა ერთმა ჯგუფმა სასწავლებელში დღეს მორიგი
აქცია გამართა.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, რექტორი იმიტომ უნდა გადადგეს, რომ ის დროის დიდ
ნაწილს მივლინებებში ატარებს და არ არის ჩართული
უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებში. „ტურისტი“ რექტორის გარდა, სტუდენტები სასწავლებელში
არსებულ სწავლების დაბალ დონესა და ლექტორ-მასწავლებელთა ასევე, დაბალ ხელფასებს აპროტესტებენ.
„ჩვენ ვაგრძელებთ პერმანენტული აქციების ციკლს. „გიორგი
ტურისტი“ უნდა იყოს სახლში და არა უნივერსიტეტში, სადაც ის სამარცხვინო ხელფასზე ამუშავებს ლექტორებს. ამ ადამიანს ორშაბათამდე ვაძლევთ ვადას, რომ კონკრეტული
მოქმედება დაგვანახოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი აქციების მასშტაბურობა და პერმანენტულობა
გაიზრდება. ორშაბათს უნივერშიტეტში თეატრალიზებულ მსვლელობას მოვაწყობთ,“ - ამბობს
აქციის ერთ-ერთი მონაწილე სტუდენტი მირიან გეწაძე.
წერეტლის უნივერსიტეტის რექტორს გიორგი ღავთაძეს სტუდენტებმა
ულტიმატუმის წაყენების გარდა, დღეს სიგელიც
გადასცეს ლექტორ-მასწავლებელთა უზურპაციისა და დაბალი ანაზღაურებისათვის.
შეგახსენებთ, რომ სასწავლებლის სტუდნეტთა ერთი ჯგუფი
რექტორს უკვე მეორე კვირაა უპირისპირდება.
სტუდენტების
მოთხოვნებთან დაკავშირებით სასწავლებლის ადმინისტრაცია ამ ეტაპზე კომენტარს
არ აკეთებს.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე