|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა ფაქტორები აფერხებს ქუთაისის განვითარებას - დისკუსია პერსპექტივებზე

ქალაქი და მოქალაქეები, ქალაქგანვითარების სოციალური და პოლიტიკური ასპექტები, ტურიზმი და სამოქალაქო ჩართულობა - ეს ის საკითხებია, რომელიც დღეს, ქუთაისში, ჰაინრიხ ბიოლის ფონდის მიერ ორგანიზებულ საჯარო დისკუსიაზე განიხილეს.

დისკუსიის დასაწყისში, საუბარი იმ საკითხებს დაეთმო, თუ რა ფაქტორები აფერხებს ქუთაისის განვითარებას.

საჯარო დისკუსიაზე მყოფებთა აზრით, ქუთაისის კიდევ უფრო მეტად განვითარებისთვის, პირველ რიგში, აუცილებელია ქალაქს  საკუთარი  სლოგანი ჰქონდეს. ,,არ შეიძლება, ქალაქი ვითარდებოდეს და მაშტაბურად იცნობდნენ, თუ მას არ აქვს სლოგანი. სლოგანი, რომლითაც ქალაქის არსი უნდა გამოიხატებოდეს“, – ამბობს   საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ვლადიმერ ვარდოსანიძე. მისივე თქმით, კარგი იქნება, თუ ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლება, ამ კუთხით კონკურსის ჩატარებაზეც იფიქრებს.

ქალაქგანვითარებისათვის მოწყობილ საზოგადოებრივ დისკუსიაზე, ქუთასიში ტურიზმის სრულყოფისათვის საჭირო საკითხებსაც შეეხნენ. ,,ქუთაისს, ტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა ტურიზმი ვერ განვითარდება საზოგადოებრივი საპირფარეშოების  გარეშე.  ამიტომ,  აუცილებელია, ქალაქში მეტი რაოდენობით საზოგადოებრივი ტუალეტი მოეწყოს. რადგან ტურისტს, რომელიც უცნობ ქალაქში ჩამოდის, აბსოლუტურად კომფორტული გარემო უნდა დახვდეს“, – ამბობს ვლადიმერ ვარდოსანიძე. 

ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განმარტებით, ტურიზმი, გასულ წლებთან შედარებით, უფრო გაუმჯებესებულია. თუმცა მათივე თქმით, მისი სრულყოფისათვის, რიგი საკითხები, ჯერ კიდევ დასაგეგმია. ,,ტურიზმი ეკონომიკის პროდუქტია, რომელიც განსაზღვრავს, თუ როგორია ქვეყნის ეკონომიკა. ქუთაისს ტურისტულ სფეროში მზარდი შესაძლებლობები აქვს. თუმცა ამ კუთხით, აუცილებელია სამომავლო პრიორიტეტების კარგად დაგეგმვა“, – ამბობს ქუთაისის მერიის ეკონომიკური სამსახურის მთავრი სპეციასლისტი, კოტე ჭარხალაშვილი.

ქუთაისის განვითარებისათვის მოწყობილი საზოგადოებრივი დისკუსია, შეხვედრაზე მყოფმა სტუმრებმა დადებითად შეაფასეს. ,,ქალაქის შიდა სტრატეგიული განვითარება მნიშვნელოვანი საკითხია. ქუთაისი საპარლამენტო ქალაქია და ძალიან კარგი იქნება ამ კუთხით მოქალაქეები აქტიურად იყვნენ ჩართული. ეს პროცესი ძალიან დადებითი ძვრების მანიშნებელია. ჩვენ ეს პროექტი დაწყებულიც გვქონდა ჩემი მერობის პერიოდში, თუმცა მიზეზთა გამო ის შეჩერდა. მაგრამ ამ პროცესების გაგრძელება, ახალი ხელისუფლების ხელშიც, წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ნებისმიერ ქალაქის განვითარებისათვის“, – ამბობს საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი თევდორაძე.

ქალაქგანვითარების ხელშეწყობისათვის, საზოგადოებრივი დისკუსია, ბიოლის ფონდის ორგანიზებით ქუთაისში პირველად ჩატარდა.

შეგახსენებთ, რომ ჰაინრიხ ბიოლის ფონდი, წარმოადგენს მწვანე პოლიტიკური მიმდინარეობის ნაწილს, რომელიც გერმანიაში ჩამოყალიბდა. ფონდის მთავარ ღირებულებებს, ეკოლოგია, მდგრადი განვითარება, დემოკრატია, ადამიანის უფლებები, თვითგამორკვევა და სამართლიანობა წარმოადგენს. ფონდი მხარს უჭერს და ხელს უწყობს არაძალადობრივი და აქტიური სამშვიდობო პოლიტიკის განვითარებას.

ავტორი: ანა ჯანაშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა