სასამართლოებში სავალდებულო ჩხრეკა უქმდება
სასამართლო პროცესებზე დასასწრებად ადვოკატებს სავალდებულო
ჩხრეკის გავლა აღარ მოუწევთ, ხოლო პროცესებზე ფოტო-ვიდეო გადაღება და ტრანსლირება
შესაძლებელი გახდება. დღეს პარლამენტი „საერთო
სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებს
განიხილავს, რომელიც აღნიშნულს ითვალისწინებს.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის ეკა ბესელიას თქმით, კანონში ცვლილებები ამ დრომდე
დახურული სასამართლო პროცესების გახსნის შესძლებლობას იძლევა.
„ამ ცვლილებებით ადვოკატებს ვერ გაჩხრეკენ, ვერ ჩამოართმევენ
ტელეფონებს თუ სხვა ტექნიკურ საშუალებებს. დაცვის მხარეს ეძლევა შესაძლებლობა პროცესზე
ბრალდების მხარის მსგავსად, თვითონაც წარმოდგენილი იყვნენ სათანადო უფლებებით. მედიას ეძლევა მნიშვნელოვანი, რეზონანსული პროცესების
გაშუქების უფლება, რათა ღია იყოს სასამართლო და საზოგადეობა ხედავდეს რა ხდება სასამართლო
დარბაზში,“ - ამბობს ბესელია.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე