ფინანსთა მინისტის მოადგილე ქუთაისელ მეწარმეებს შეხვედა
საქართველოს ფინანსთა მინისტის მოადგილე დავით ებრალიძე
ქუთაისელ მეწარმეებს შეხვედა. შეხვედრა შემოსავლების სამსახურის ქუთაისის სერვის ცენტრში
გაიმართა. ებრალიძემ ადგილობრივ მეწარმეებს საფინანსო სამსახურში არსებული საგადასახადო
დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის სიახლეები და ასევე, საგადასახადო კოდექსში განხორცილებული ცვლილებები გააცნო.
2012 წლის დეკემბერში ფინანსთა სამინისტროში დავების
განხილვის საბჭოს ახალი შემადგენლობა განისაზღვრა, რომელსაც აღმასრულებელი ხელისუფლების
წარმომადგენლებთან ერთად, არასამთავრობო სექტორიც დაემატა. განახლებული საბჭო ახალი
უფლებამოსილებით ისარგებლებს და კონკრეტული
საჩივრის განხილვისას სამართლის ელემენტებით იხელმღვანელებს.
მეწარმეებს საჩივრის წარდგენა წერილობითი ან ელექტრონული
სახით შეეძლებათ.
„მივესალმებით
ახალ საგადასახადო პოლიტიკას. თუმცა, ჯერ კიდევ
კითხვები არის. იმედი გვაქვს, ჩვენს შენიშვნებს სამინისტრო გაითვალისწინებს,“ – ამბობს
ინდ.მეწარმე გიორგი ამირანაშვილი.
დავით ებრალიძის თქმით, შეხვედრა მეწარმეებთან სისტემატიურად
გაიმართება და სამინისტრო ბიზნესის სექტორში მომუშავე ადამიანების მიერ გამოთქმულ შენიშვნებს
გაითვალისწინებს.
ავტორი: დეა მანაგაძე