|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ოკუპაციის დღე ქუთაისშიც აღნიშნეს

დღეს, 25 თებერვალს საქართველოში საბჭოთა ოკუპაციის დღე აღინიშნება. ქუთაისში,  ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ოკუპაციის  დროს დაღუპულებს პანაშვიდი გადაუხადეს.

იუნკერი ბესარიონ კემულარია, საქართველოს  პირველი  რესპუბლიკის ოფიცრებთან ერთად, ქუთაისის მერიის ადმინისრაციული შენობის  გვერდით არის დაკრძალული. მას პანაშვიდი  მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა, მამა ნიკოლოზმა (ნიკოლაიშვილი)  გადაუხადა.

მერიის ადმინისტრაციული შენობის ადგილას საუკუნეების განმავლობაში მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია და სასაფლაო იყო. თუმცა, წმინდა ადგილები ბოლშევიკებმა 1944 წელს დაანგრიეს.

„აქ იყო სასაფლაო, ხოლო მერიის ადმინისტრაციული შენობის ადგილას ეკლესია იყო, რომელიც ბოლშევიკებმა შეიწირეს. ძალიან მნიშვნელოვანია, ამ წმინდა ადგილების პატივგება და მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის აშენება,“ – განმარტა მამა ნიკოლოზმა.

მისივე  თქმით, მერიის მიმდებარე ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოების  დროს სამარხები და ეკლესიის საკურთხეველი იქნა აღმოჩენილი.

მამა ნიკოლოზმა ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართ თხოვნაც გააჟღერა. „გვინდა თვითმმართველობა ამ საკითხით  დაინტერესდეს. მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ძეგლები სხვაგან გადაიტანონ, რადგან სავარაუდოდ, ამ ადგილზე სასაფალო იყო“, – აღნიშნა მამა ნიკოლოზმა.   

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა