|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ძალოვნებმა გარემოვაჭრეებს მუშაობა აუკრძალეს

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე  მომუშავე გარემოვაჭრეებს სამართალდამცავებმა ვაჭრობა აუკრძალეს.

აღნიშნულის საპასუხოდ გარემოვაჭრეები გზის გადაკეტვას აპირებდნენ, თუმცა ძალოვნებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.

ქალაქის მერიის წარმომადგენლის დავით შელიას თქმით, ადგილობრივმა თვითმმართველობამ გარემოვაჭრეები არაერთხელ გააფრთხილა. როგორც შელია ამბობს, ალტერნატიული ფართები და ორი თვის განმავლობაში გადასახადებისაგან გათავისუფლებაც შესთავაზა, თუმცა მათ აღნიშნულზე უარი განაცხადეს.

მოვაჭრეები კი ამბობენ, რომ  ალტერნატიული ფართები ისეთ ადგილას შესთავაზეს, სადაც მყიდველი  არ მიდის.  

„დღეს 150 ლარის თევზი მოვიტანე, უნდა გამეყიდა, მაგრამ პოლიციელებმა მითხრეს, აქ არ დადგეო. აბა რა ვქნა?  გადავყარო? შიგნით არ გვამუშაავებენ და არც გარეთ ვიყოთ?,“ - ამბობს ერთ-ერთი გარემოვაჭრე მაყვალა აბულაძე.

ქუთაისის მერიის  წარმომადგენელთა  განცხადებით,  გარევაჭრობის აღკვეთა  ძალოვანი უწყების კომპეტენციას წარმოადგენს. იმ შემთხვევაში თუ გარემოვაჭრეები სამართალდამცავებს არ დაემორჩილებიან,  შესაძლოა, მათზე ჯარიმები გავრცელდეს.  

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა