|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალტუბოს საკრებულოს წევრს „ოცნებას“ სიძის გამოყენებით აიძულებენ?!

წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა საღარეიშვილის განცხადებით, საკრებულოს ერთ-ერთ დეპუტატზე ზეწოლას  პოლიცია დეპუტატის სიძის გამოყენებით ცდილობს.

მამაუკა საღარეიშვილის განცხადებით,  საკრებულოს წევრს  ბაქარ ჯიმშელეიშვილს, რომელიც  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის რწმუნებულია,  პოლიციის უფროსმა ამირან გუმბარიძემ დაურეკა და უთხრა, რომ მისი სიძე დაკავებულ იყო და პოლიციაში მისულიყო.

 „შენი სიძე დაკავებულია. არ გეცოდება და მოდი პოლიციაში, რა ჭკუაზე ხარ, ვნახოთო.  ეგ რომ მივიდა პოლიციაში,  იქ რაღაცები ელაპარაკეს რა პოზიციაზე უნდა იყოს. შემდეგ უთხრეს, რომ მისი სიძე  ქუთაისში, ნარკოლოგიურში მიყავდათ შემოწმებაზე და ჯიმშელეიშვილს  მოსაფიქრებლად დროს აძლევდნენ,“ - ამბობს საღარეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ  წყალტუბოში  პოლიციის ჩართულობით მიმდინარე ზეწოლებზე განცხადება საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გია თევდორაძემ და მამუკა საღარეიშვილმა დღეს გააკეთეს. საღარეიშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ მის შეცვლას ცდილობს, თუმცა საკრებულოში უმრავლესობა არა აქვს, რის გამოც ზეწოლა მიმდინაროებს არა მხოლოდ საკრებულოს წევრებზე, არამედ მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებზე.  

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა