|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში "ნაციონალების მძევლად" წოდებული მერის გადადგომას ითხოვენ

"გადადგეს თვითმარქვია მერი", "ქალაქის მერი "ნაცმოძრაობის" მძევალია", "პატივი ეცით სასამართლოს გადაწყვეტილებას", "ნუ დაშორდებით ხალხს", - ამ და სხვა მსგავსი სლოგანებით ქუთაისში, არასამთავრობო ორგანიზაციათა  კოალიციამ "გამჭვირვალე თვითმმართველობისათვის" დღეს მორიგი აქცია გამართა.

"ჩვენ დიდი ხანია ვითხოვთ საკრებულოში სიტუაციის დალაგებას. ადგილობრივი ხელისუფლება არ უნდა დაშორდეს ცენტრალურ ხელისუფლებას. ამის მაგალითად ის ფაქტი გამოდგება, რომ საკრებულოში ერთი "ნაციონალი" მეორე "ნაციონალით" ჩაანაცვლეს და გარანტიები  მისცეს ქალაქის მერს," - ამბობს კოალიციის წარმომადგენელი ზურაბ ხურციძე.

აქციის მონაწილეები ქალაქის საკრებულოსაგან ქუთაისის საქალაქო სასამართლოს იმ გადაწყვეტილების აღსრულებას ითხოვენ, რომლის თანახმად სასამართლომ ქუთაისის მერის, ბესიკ ბრეგაძის დანიშვნის ბრძანებულება არალეგიტიმურად გამოაცხადა.

„საიდუმლო სერობების  შედეგად "ნაციონალები" წყვეტენ ქალაქის ბედს, როცა ეს ქალაქი არის ხალხის. როცა ზეწოლაზე საუბრობენ ვიღაცები და ტელეეკრანიდან კეკლუცობენ, საკუთარი გუნდის წევრებზეც ზეწოლაც ზეწოლაა. ჩვენ სამოქალაქო აქტივობით დავიბრუნებთ ქალაქს, რომელიც უზურპირებული აქვს ამ ერთ მუჭა ძალას,“ - ამბობს კოალიცია „გამჭვირვალე თვითმმართველობისათვის“ წარმომადგენელი მანანა მანაგაძე. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა