|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხმაური ქუთაისის საკრებულოს სხდომის დაწყების წინ

ამ წუთებში  ხმაურია ქუთაისის მერიის ადმინისტრაცილი შენობის წინ, სადაც საკრებულოს სხდომა უნდა გაიმართოს.

მოქალაქეები საკრებულოს  სხდომაზე დასწრებას უშედეგოდ ცდილობენ. რადგან მერიის წინ საგანგებოდაა მობილიზებული ძალოვნები.

დაცვის პოლიციის წარმომადგენლები მოქალაქეებს მერიის შენობაში არ უშვებენ.

"ცდილობენ საზოგადოებას საჯარო ინფორაცია დაუმალონ და გადაწყვეტილებები ერთიპოვნულად მიიღონ.  მოვედით, იმიტომ რომ უბრალოდ, გვინდოდა საკრებულოს სხდომაზე დასწრება", -აცხადებენ ადგილობრივები.

მერიის დაცვის წარმომადგენლები  მოქალქეებს საშვებს სთხოვენ. თუმცა, საკრებულოს სხდომათა დარბაზში მოხვედრას ისინი ვერც საშვებით ახერხებენ.

"საშვი კი ავიღეთ, მაგრამ არავინ არ გვიშვებს შიგნით",  - განაცხადა "გამჭვირვალობა თვითმმართვლობის" წარმომადგენელმა მანანა მანაგაძემ. 

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა