|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მერია დაჯარიმებულ ფირმას სანიაღვრე სისტემას აკეთებინებს

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე სანიაღვრე სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. რის გამოც მოედნის ტერიტორიის ერთ  ნაწილი აყრილია.

ქალაქის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელის, ლევან ჭანჭალეიშვილის თქმით, სამუშაოები იმ თანხის ფარგლებში ხორციელდება, რომლითაც მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი ფირმა  (სახელმწიფო სამშენებლო კომპანია) დაჯარიმდა.

როგორც ჭანჭალეიშვილი ამბობს, მერია კომპანიას, რომელმაც გასულ წელს  მოედნის რეაბილიტაცია განახორციელა, დღეში დაახლოებით 3 000 ლარიან  ჯარიმას არიცხავს. რადგან, მერიამ ობიექტი ხარვეზების მიზეზით არ ჩაიბარა.

ლევან ჭანჭალეიშვილის თქმით, ობიექტის ჩაბარება მოედანზე ამ დროისათვის მიმდინარე სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ მოხდება.

შეგახსენებთ, რომ ცენტრალური მოედნის რეაბილიტაციაზე ჯამში დაახლოებით 5.5 მილიონი ლარი დაიხარჯა.

newpress.ge სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენელთან, ლევან ჭანტურიასთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა მისი მობილური ტელეფონი ამ დრომდე გამორთულია.  

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა