|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხელისუფლება მოსამართლეთა საქმეებს იძიებს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი, ეკა ბესელია არ გამორიცხავს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, კოტე კუბლაშვილი  პასუხისგებაში მიეცეს.

ბესელიამ დღეს პარლამენტში საგანგებო განცხადება გააკეთა, სადაც კუბლაშვილს უპასუხა და ბოლო დროს მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს უპასუხისმგებლო და სამართლიან ლოგიკას მოკლებული უწოდა.

ბესელიას თქმით, „ნაციონალებში“ არსებობს მესამე, რადიკალური ძალა, რომელიც ხელისუფლებას საბოტაჟს უწყობს. საბოტაჟის ერთ-ერთ მაგალითად მოჰყავს დეპუტატს სასამართლოს საქმიანობაც.  მისი თქმით,  ხელისუფლება ამ ეტაპზე ორი მოსამართლის მიმართ ახორციელებს გამოძიებას, რომლებიც პროკურატურასთან არ თანამშრომლობენ.

ბესელიამ კუბლაშვილის იმ განცხადების საპასუხოდ, რომ  მის დროს მსგავსი რამ არ ხდებოდა, ჟურნალისტებს ის გადაწყვეტილებები გააცნო, რომელთა მიხედვით, მოქმედი მოსამართლეები პასუხისგებაში მისცეს. 

როგორც ბესელია ამბობს,  იმ შემთხვევაში თუ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის  მხრიდან კანონდარღვევის ფაქტი დამტკიცდება, კანონის წინაშე პასუხისმგებლობას ვერც ის გაექცევა.

„ჩვენ არ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც გამოძიებისა და ფაქტების დადგენის გარეშე რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებს. თუ დადასტურდა, რომ სასამართლოს თავმჯდომარეს კანონი აქვს დარღვეული, ბუნებრივია, კანონის წინაშე ყველა თანასწორია და თანაბრად აგებს პასუხს,“ - ამბობს ბესელია.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა