|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ჰერკულესს" მუშების სამსახურში აღდგენა დაევალა

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ ქუთაისში მდებარე  მეტალურგიულ  ქარხანა „ჰერკულესს“  სასამართლო პროცესი მოუგო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საწარმოს ქარხნიდან გათავისუფლებული სამი მუშის მიმართ გამოცემული გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და ერთი წლის ხელფასის ანაზღაურება დაევალა.

ქუთაისში ქართულ–ინდური ინვესტიციით გახსნილი მეტალურგიული ქარხნიდან ირაკლი იობიძე, მალხაზ გოგიავა და ემილო გუმბერიძე 2011 წლის აგვისტო– სექტემბერში პროფკავშირული აქტივობისათვის გაათავისუფლეს. „ჰერკულესის“ წინააღმდეგ  სასამართლო პროცესი ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და საბოლოოდ, პროფკავშირების სასარგებლოდ გადაწყდა.  

პროფკავშირების გაერთიანების იმერეთის ოფისის ერთ–ერთი ხელმძღვანელის, ირაკლი იობიძის თქმით,  მსგავსი პრეცენდენტი ამ დრომდე არ არსებობდა.

„მაგრამ დღეის მდგომარეობით ზოგადად ქვეყანაში სიტუაცია შეცვლილია. შეიცვალა მთავრობის დამოკიდებულება ხალხის მიმართ. შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომელსაც ხელისუფლება გეგმავს, მართალია არ არის იდეალური, თუმცა ძველს ბევრად სჯობია,“ – ამბობს  იობიძე.  

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა