პროკურატურა კულტურის სამსახურის უფროსით დაინტერესდა
ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის
საქმეთა სამსახურის უფროსი, თემურ ცამციშვილი პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს.
ცამციშვილს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში
ხვალ, 2 მარტს, 13:00 საათისთვის ელოდებიან.
კულტურის სამსახურის
უფროსის თქმით, მას დღეს პროკურატურაში გამოცხადებას უწყების გარეშე სთხოვდნენ.
„პროკურატურიდან
გამომძიებელმა დამირეკა და მითხრა,
რომ დაკითხვაზე უნდა მივსულიყავი, თუმცა მე უწყების გარეშე მისვლაზე უარი განვაცხადე.
ამის შემდეგ დაახლოებით სამ საათში ქალაქის
მერიაში ჩამაბარეს უწყება. რასთან დაკავშირებით მიბარებენ არ ვიცი. ხვალ მივალ და გავარკვევ,“
– ამბობს ცამციშვილი.
შეგახსენებთ, რომ დღეს პროკურატურაში ქალაქის მერი ბესიკ
ბრეგაძე დაკითხეს. როგორც დაკითხვიდან გამოსულმა
ბრეგაძემ განაცხადა, პროკურატურას კითხვები
მის ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით ჰქონდა.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე