|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კულტურის სამსახურის უფროსს "მედია ჯგუფთან" კავშირის გამო კითხავენ?

ამ წუთებში დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის უფროსს, თემურ ცამციშვილს კითხავენ.

როგორც დაკითხვაზე შესვლის წინ ცამციშვილმა განაცხადა, მისთვის არ არის ცნობილი, რა საქმესთან დაკავშირებით დიბარეს.
გავრცელებული ინფორმაციით, პროკურატურის ცამციშვილით დაინტერესება, ე.წ "მედია ჯგუფს" უკავშირდება. თუმცა, თავად ცამციშვილი აღნიშნულს უარყოფს და აცხადებს რომ მას ე.წ "მედია ჯგუფთან" არავითარი ურთიერთობა არ ჰქონია. "ამ ადამიანებს უბრალოდ უნივერსიტეტიდან ვიცნობ"  – ამბობს ცამციშვილი.
აქვე ცნობილი ხდება, რომ პროკურატურაში დღეს 15:00 საათზე, იმერეთის ვიცე–გუბერნატორს, გოჩა თევდორაძესაც ელოდებიან.
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ თევდორაძის დაკითხვა მის სამსახურს არ უკავშირდება და შესაძლოა ისპროკურატურაში  მის ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით დაიბარეს.
პროკურატურის შენობასთან "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტების არიან შეკრებილნი.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა