|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კულტურის სამსახურის უფროსს პროკურატურამ ბრალი წაუყენა

ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის უფროსს, თემურ ცამციშვილს პროკურატურამ ბრალი წაუყენა.

გამოძიება ცამციშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებას და თანხის გაფლანგვას ედავება. საუბარი არის 2011 წელს, ერთ–ერთ შპს–თვის 6000 ლარის გადარიცხვაზე.
თავად  დაკითხვაზე მყოფმა ცამციშვილმა დუმილის უფლება გამოიყენა. ის თავს წაყენებულ ბრალდებაში დამნაშავედ არ სცნობს. 
ცამციშვილის ადვოკატის, ელისო დათუსანის თქმით, ამ დროისითვის, ის საქმის მასალებს არ იცნობს.
ცამციშვლს ბრალი 182 მუხლის მეორე ნაწილით აქვს წაყენებული, რაც დამტკიცების შემთხვევაში 4–დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა