|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერი: "მოგვეცეს ნორმალურად მუშაობის საშუალება"

დღეს ქუთაისის მერმა, ბესიკ ბრეგაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ხელისუფლების მისამართით საგანგებო განცხადება  გააკეთა. ბრეგაძე ბოლო ორი დღის განმავლობაში  თვითმმართველობის წარმომადგენელთა დაკითხვების ფაქტებს გამოეხმაურა.

„გვინდა მივმართოთ ხელისუფლებას, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს მოგვცეს ნორმალურად მუშაობის საშუალება. რადგან, ყოველდღიურად დაკითხვაზე სიარული თვითმმართველობის პარალიზებას გამოიწვევს. ეს კი საზოგადოებას და იმ პროექტების განხორციელებას შეუშლის ხელს, რომელიც დაგეგმილი გვქონდა. არ მინდა, დავიჯერო რომ ეს არის პოლიტიკური ზეწოლა. თუმცა, ბოლო პერიოდში თვითმმართველობაში განვითარებული მოვლენები ამაზე მეტყველებს“, - განაცხადა ქალაქის მერმა ბესიკ ბრეგაძემ.

ბრეგაძის განმარტებით, ხელისუფლების მხრიდან თუკი არის შეკითხვები რომელიმე  სამსახურის უფროსთან,  თანამშრომლობის სხვა ფორმა უნდა შეარჩიონ. „ასე მუშაობა შეუძლებელია“, - აღნიშნა მან.

ქალაქის  პირველი პირის ინფორმაციით, პროკურატურა თვითმმართველობის წარმომადგენლებზე დაწყებული დაკითხვების გაგრძელებას გეგმავს.

"პროკურატურა რომ ბოლო პერიოდში სხვადასხვა ინფორმაციებს ითხოვდა მერიიდან.

ასევე,  შეკითხვები ჰქონდათ პროგრამა „კორპუსზე“, - აღნიშნა ქალაქის მერმა. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ პროკურატურაში ქალაქის მერი საკუთარ ბიზნესთან დაკავშირებით დაკითხეს.

დღეს პროკურატურამ მერიის კულტურის სამასახურის უფროსი თემურ ცამციშვილი დაკითხა, რომელსაც დაკითხვის შემდეგ ბრალი წაუყენეს.

ამ წუთებში კი პროკურატურაში დასაკითხად გამოცხადდა იმერეთის ვიცე–გუბერნატორი გოჩა თევდორაძე. თევდორაძის განცხადებითმ მისთვის უცნობია თუ რა მიზეზით დაიბარეს პროკურატურაში.

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა