პროკურატურა ქუთაისში ქონებების გასხვისებას იკვლევს
პროკურატურა ქუთაისში ქონებების გასხვისებას იკვლევს
დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში იმერეთის
ვიცე-გუბერნატორს გოჩა თევდორაძეს დაახლოებით ორ საათზე მეტი ხნის განმავლობაში კითხავდნენ.
როგორც დაკითხვიდან გამოსულმა თევდორაძემ განაცხადა,
ქუთაისში ქონების გასხვისების საკითხთან დაკავშირებით პროკურატურამ ის მოწმის სახით დაკითხა.
„აინტერტესებდათ, რა ურთიერთობაა ადგილობრივ თვითმმართველობასა
და სამხარეო ადმინისტრაციას შორის ქუთაისში ქონების გასხვისების კუთხით. ასევე, დაინტერესდნენ
კონკრეტულ პირებზე ქონებების გასხვისება-არ გასხვისების მიზეზით და იმითაც, აკონტროლებს
თუ არა სამხარეო ადმინისტრაცია ქონების გასხვისების შესახებ ქალაქის საკრებულოს მიერ
გსამოცემულ დადგენილებებს,“ - ამბობს თევდორაძე.
ვიცე-გუბერნატორი იმედოვნებს, რომ პროკურატურაში მისი ვიზიტი დღევანდელი დღით შემოიფარგლება
და იქ მისვლა აღარ მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურაში გუშინ ქალაქის მერი ბესო ბრეგაძე დაიბარეს. ხოლო
დღს მერიის კულტურის სამსახურის უფროსს თანამდებობორივი უფლებამოსილების გამოყენებით
თანხის გაფლანგვის მიზეზით ბრალი წაუყენეს.
ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა პროკურატურაში
მასობრივი დაბარებების ფაქტს ქალაქის მერიაში განცხადებით უპასუხეს, სადაც ძალოვან
უწყებებს დაკითხვების შეწყვეტისკენ, ხოლო ცენტრალურ ხელისუფლებას თანამშრომლობისაკენ
მოუწოდეს.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე