|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მერიის სპორტის სამსახურის უფროსს სპორტსმენებმა სოლიდარობა გამოუცხადეს

ქუთაისის სპორტის სასახლეში სპორტსმენებმა და მწვრთნელებმა მერიის კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსის თემურ ცამციშვილის მხარდამჭერი აქცია გამართეს. ცამციშვილი, რომელსაც ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით ფულის გაფლანგვის ბრალდებით წაუყენეს, სასამართლოს ვერდიქტს ელოდება.

სპორტსმენების განცხადებით, მათთვის მოულოდნელი იყო ცამციშვილისათვის ბრალის წაყენება, რადგან როგორც ამბობენ, სპორტის სამსახურის უფროსის საქმიანობით უკმაყოფილო არ არიან და ვითარებაში გარკვევას ცდილობენ.

„თემურ ცამციშვილს ამ ცოტა ხნის განმავლობაში იმდენი რამ აქვს გაკეთებული, მისთვის ბრალის წაყენება აბსურდად გვეჩვენება. ჩვენ დღეს აქ  იმისთვის შევიკრიბეთ, რომ ერთი მხრივ, ჩვენი მხარდაჭერა გამოვხატოთ ამ ადამიანის მიმართ და მეორე მხრივ, გავარკვიოთ რა ხდება. თუ ადამიანს დანაშაული აქვს ჩადენილი, ის უნდა დაისაჯოს, მაგრამ თუ ასე არ არის, პროცესები სამართლიანად უნდა განვითარდეს,“ - ამბობს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი გივი სარდანიძე.

სპორტის სასახლეში შეკრებილი სპორტსმენებისა და მწვრთნელების განცხადებით, მათი მორიგი შეკრება იმაზეა დამოკიდებული  როგორ განვითარდება მოვლენები თემურ ცამციშვილის მიმართ.  

 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა