ქუთაისის თვითმმართველობის წარმომადგენლები შესაძლოა გაიფიცონ
ქუთაისის
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შესაძლოა, გაფიცვა მოაწყონ. თვითმმართველობის წარმომადგენლებმა აღნიშნულის შესახებ გაცხადება, რამდენიმე წუთის წინ, მერიის წინ გამართულ გამაფრთხილებელ აქციაზე გააკეთეს.
„შეწყდეს
თვითმმართველობის შევიწროვება“,
„კარგი მთავრობა თვითმმართველობის საქმეებში არ ერევა“, „პარლამენტი ქუთაისში უნდა დარჩეს“
– ასეთი გვაზვნილებით თვითმმართველობის წარმომადგენლებმა
ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდეს შეწყვიტონ მერიის თანამშრომელთა დაკითხვა.
„თუკი
არ შეწყდება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების დაკითხვა, იძულებული ვიქნებით
პროტესტის რადიკალურ ფორმას მივმართოთ და გავიფიცოთ, რისთვისაც ადგილობრივ მცხოვრებლებს
წინასწარ ვუხდით ბოდიშს“, – განაცხადა ქუთაისის ვიცე–მერმა ამირან ძოწენიძემ.
როგორც
თვითმმართველობის წარმომადგენლებმა აქციაზე
განაცხადეს, მოსახლეობამ 2012 წლის არჩევნებში არა თვითმმართველობა, არამედ პარლამენტი
აირჩია. „ამიტომაც, უნდა შეწყვიტოს ხელისუფლებამ თვითმმართველობაზე ზეწოლა“, – განაცხდა
ძოწენიძემ.
ქალაქის
მერის ბესიკ ბრეგაძის განცხადებით, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების საზრუნავი
უნდა იყოს მოსახლეობის ინტერესების დაცვა.
„თუმცა, თუკი ხელისუფლება ისევ შეეცდება თვითმმართველობის უფლებების დარღვევას, ჩვენ
რადიკალურ ზომებს მივიღებთ“, – აცხადებს ქალაქის თავი ბესიკ ბრეგაძე.
შეგახსენებთ,
რომ გასული კვირას, პროკურატურაში ქალაქის
მერი ბესიკ ბრეგაძე და იმერთის ვიცე–გუბერნატორი
გოჩა თევდორაძე დაიკითხა. ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის უფროსს თემურ ცამციშვილს კი ბრალი წაუყენეს.
სასამართლოში აცხადებენ, რომ ცამციშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების თაობაზე პროკურატურას მათთვის ჯერ არ მიუმართავს.
ავტორი: თეკლა მორგოშია