მეეზოვეები: „სამართალდამცავები მოდიან და გვეკითხებიან, თუ რას გვავალებს თვითმმართველობა“
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მღვდელაძე აცხადებს, რომ თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დასუფთავების სამსახურში დასაქმებული ადამიანების უფლება დაარღვიეს, რადგან ისინი მერიის წინ დღეს გამართულ აქციაზე დაიბარეს.
„თვითმმართვლობა არ უნდა ცდილობდეს საზოგადოების გახლეჩას და მათ გამოყენებას თავიანთი ინტერსებისათვის. გასაგებია, თვითმმართველობის პროტესტი, მაგრამ
აქციაზე არ უნდა იბარებდნენ სხვადასხვა სამსახურში დასაქმებულ ადამიანებს. დღეს აქციაზე ბევრი ადამიანი საკუთარი ნებით იყო მისული. თუმცა, უფრო მეტი დაბარებული იყო სამსახურების ხელმაძღვანელების მიერ. კერძოდ, მეეზოვეები. ეს ადამიანები დაძალებით ჩართენ პოლიტიკურ პროცესებში“, – განაცხდა საგანგებო ბრიფინგზე მამუკა მღვდელაძემ.
მერიის
წინ დღეს გამართულ აქციაში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად,
მეეზოვეები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამასახურში მომუშავე ადამიანებიც მონაწილეობდნენ.
როგორც
მეეზოვეებმა განმარტეს, აქციაზე მათი მისვლის
მიზეზი პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლებაა.
„სამოქალაქი ტანსაცმელში გამოწყობილი სამართალდამცავები მოდიან და გვეკითხებიან, თუ
რას გვავალებს ადგილობრივი თვითმმართველობა და ამისათვის რამდენს გვიხდიან. ამ ყველაფერს განვიცდით და აქ მოვედით იმისათვის, რომ ერთმანეთს
მხარში ამოვუდგეთ და ბოლო მოეღოს ამ ზეწოლებს. ჩვენ პოლიტკა არ გვაინტერესებს“, – განმარტა აქციაზე მისულმა ერთ–ერთმა
მეეზოვემ, მაყვალა ლევჩენკომ.
შეგახსენებთ,
რომ დღეს ქუთაისის მერიის შენობის წინ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა გამაფრთხილებელი
აქცია გამართეს. ისინი ხელიუფლებას თვითმმართველობის წარმომადგენლების დაკითხვის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.
წინააღმდეგ შემთხვევაში გაფიცვით იმუქრებიან.
ავტორი: თეკლა მორგოშია