|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პროკურატურა მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის სამსახურში შევიდა

პროკურატურა ქუთაისის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვის სამსახურის საქმიანობას სწავლობს.  როგორც ცნობილია, გასულ კვირას,  სამსახურიდან პროკურატურამ მისი საქმიანობის ამსახველი ყველა დოკუმენტაცია წაიღო.

გამოძიება  პროგრამა „კორპუსით“ დაინტერესებაზე. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, რომლის ბიუჯეტი რამდენიმე მილიონს მოიცავს, ქალაქში არსებული მაღლივი კორპუსებისა და ეზოების კეთილმოწყობა ხდება.

მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი კახა ხვარეშია ამ დროისათვის შვებულებაში იმყოფება, რომლის ვადა მიმდინარე კვირაში,  7 მარტს სრულდება.

„როგორც კულტურის სამსახურიდან გამოითხოვეს დოკუმენტაცია შესასწავლად, ისე წაიღეს საბინაო ინფრასტრუქტურის სამსახურიდან ყველა დოკუმენტაცია. ჯერჯერობით სამსახურის უფროსი არ დაუბარებიათ,“ - აცხადებენ მერიის პრესსამსახურში. 

შეგახსენებთ, რომ პროგრამა „კორპუსს“ ადგილობრივ თვითმმართველობაში ერთ-ერთ წარმატებულ პროექტად მიიჩნევენ, ხოლო ოპოზიციური სპექტრი პროგრამას  „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ამომრჩველთა მოსყიდვის ეფექტურ საშუალებად თვლის.  

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა