|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

არასამთავრობოთა კოალიცია ქუთაისის მერიას სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟში ადანაშულებს

„ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ მიმდინარე კვირაში გამართული აქცია და აქციაზე  მერიის გაფიცვის შესახებ გაკეთებული განცხადებები  სახელმწიფოს წინააღმდეგ  საბოტაჟს წარმოადგენს,“ -  აღნიშნული განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია „გამჭვირვალე თვითმმართველობისათვის“ წარმომადგენლებმა  დღეს,  ქალაქის მერიის წინ გამართულ ბრიფინგზე გააკეთეს.  

კოალიციის  წარმომადგენლის, ზურაბ ხურციძის თქმით, ქალაქის მერია ფაქტობრივად დაემუქრა მოსახლეობას, რომ ისინი შეწყვეტენ მათთვის ყოველგვარი სერვისის მიწოდებას და მთელი ქალაქის პარალიზებას მოახდენენ. 

„იმ განცხადებით, რომ თუ სამართალდამცავი ორგანოები მერიის რიგი სამსახურების  ხელმძღვანელი პირების დაკითხვას არ შეეშვებიან, მერია გაიფიცება, მათ  კიდევ ერთხელ აღიარეს, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში მთელი რიგი  სამართალდარღვევები და კრიმინალი არსებობს. მათ რომ არ ეშინოდეთ  და ასე რომ არ იყოს, პირიქით, მოუწოდებდნენ სამართალდამცავებს შემოდით და შეგვამოწმეთო,“ - ამბობს ხურციძე.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირაში, 4 მარტს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მერიის  წინ საპროტესტო აქცია გამართეს, სადაც მერიაში დასაქმებულთა დაკითხვები გააპროტესტეს და საგამოძიებო ორგანეობის მხრიდან ამგვარი ქმედებების გაგრძელების შემთხვევაში, ხელისუფლებას  მერიის გაფიცვით დაემუქრნენ.    

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა