|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სექტემბრიდან საბავშვო ბაღებში სწავლა უფასო ხდება

საქართველოს პარლამენტმა საბავშვო ბაღების გადასახადისაგან გათავისუფლებას პირველი მოსმენით დღეს დაუჭირა მხარი.

უმრავლესობის დეპუტატის, თინა ხიდაშელის მიერ მომზადებულ კანონპროექტს ხმა მხოლოდ უმრავლესობის წევრებმა მისცეს.

უმცირესობის წევრის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, მათ იგივე პოზიცია აქვთ დოკუმენტთან დაკავშირებით, რასაც საკითხის საკომიტეტო მოსმენების დროს აფიქსირებდნენ.

ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ საბავშვო ბაღებში  მხოლოდ გაჭირვებული ოჯახების ბავშვების სწავლა უნდა დააფინანსოს, ხოლო შეძლებულმა ოჯახებმა შვილების სწავლა თავად უზრუნველყონ.

უმცირესობის დეპუტატი მიიჩნევს, რომ კანონპროექტის ამოქმედება სახელმწიფოს მხრიდან თანხების არაეფექტურ ხარჯვას გამოიწვევს.

კანონპროექტის მიხედვით, საბავშვო ბაღების საქმიანობის ორგანიზება, დაფინანსების საკითხი, სასწავლო-აღმზრდელობითი და სამუშაო რეჟიმის დადგენა თვითმმართველობების უფლებამოსილებად განისაზღვრება.

კანონპროექტის ამოქმედება  მომავალი  სასწავლო წლიდან იგეგმება.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა