დავით უსუფაშვილი: "უნდა შევქმნათ უმაღლესი სტანდარტის კანონმდებლობა"
პარლამენტში საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით შექმნილი
ინტერფაქციული ჯგუფის პირველი სხდომა გაიმართა. ჯგუფმა უახლოეს სამ თვეში, მიმდინარე
წლის მაისის ბოლომდე, საარჩევნო
კოდექსთან დაკავშირებული ყველა ცვლილება უნდა მოამზადოს.
ჯგუფის სხდომას დღეს დეპუტატების, საარჩევნო სუბიექტების, არასამთავრობო და საერთშორისო
ორგანიზაციების წარმომადგენლების გარდა, პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილიც
ესწრებოდა.
უსუფაშვილის თქმით, ყოველი არსებული ხელისუფლება კანონმდებლობის
საკუთარ თავზე მორგებასა და საკუთარი წარმატების უზრუნველყოფას ცდილობს. თუმცა, როგორც
საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელი ამბობს, ისინი ამომრჩეველს შეპირდნენ, რომ საქართველოში
დასრულდბა ის აურზაური, რაც ყველა არჩევნებს ახლავს თან.
„შევთანხმდით, რომ უნდა შევქმნათ უმაღლესი სტანდარტის
კანონმდებლობა საქართველოში, რათა მოქალაქეებს
გაუჩნდეთ განცდა, რომ არჩევნების მოახლოება
არის არა მორიგი უბედურება, არამედ მორიგი, ძალიან სასიამოვნო პროცესის მოახლოება,
როდესაც მშვიდ და წყნარ ვითარებაში ყველას ექნება თავისი აზრის გამოხატვის საშუალება და პარლამენტში შემოვა ის ხალხი, ვისაც ხალხის მხარდაჭერა
იქნება,“ - ამბობს უსუფაშვილი.
საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფი,
რომელიც ორ კვირაში ერთხელ შეიკრიბება, თბილისსა და ქუთაისში იმუშავებს.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე