|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საჯარო სამსახურებში ზღვრული ასაკი უქმდება და დაწინაურება მარტივდება

საჯარო სამსახურში დასაქმებულ 65 წელს მიღწეულ პირს, სამსახურის დაკარგვისაგან კანონი დაიცავს, ხოლო ამავე სამსახურში, კონკურსის წესით დანიშნულ მოხელეს დაწინაურებისათვის ახალი კონკურსის გავლა აღარ მოუწევს. 


„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში აღნიშნულთან დაკავშირებული ცვლილებები პარლამენტმა დღეს მიიღო.
  
ამ ეტაპზე მოქმედი კანონმდებლობით, საჯარო სამსახურში ზღვრული ასაკი 65 წელს წარმოადგენს. აღნიშნული ასაკის მიღწევის შემდეგ კი შეიძლება პირი უპირობოდ დაითხოვონ სამსახურიდან, მას არც კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია.
 „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილების შემდეგ, კი ზღვრული ასაკის გამო საჯარო მოხელეს ვერ გაათავისუფლებენ, თუ ამისათვის სხვა მიზეზი არ არსებობს.

რაც შეეხება საჯარო მოხელის დაწინაურებას, ამ ეტაპზე არსებულ წესით, ადამიანმა დაწინაურებისთვის 
განცხადება უნდა დაწეროს  ძველი სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, სადაც კონკურსის წესით იყო შერჩეული და ხელახლა გაიაროს კონკურსი, ახალ სამსახურში გადასასვლელად. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის შემდეგ, აღნიშნული შეზღუდვა იხსნება და იმ ადამიანების დაწინაურება, რომლებსაც კონკურსი აქვთ გავლილი, უშუალო ხელმძღვანელის წარდგინებით, საატესტაციო კომისიის გავლის გარეშე იქნება შესაძლებელი.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა